პოლიტიკა

სიტყვა “დამოუკიდებლობა” მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს – მამუკა მდინარაძე

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა.

„9 აპრილი, 1989 წელი.

იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.

თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.

10 აპრილი, 2025 წელი.

იარაღი – სანქცია.

ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.

მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“, – დაწერა მდინარაძემ „ფეისბუქზე“.

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ

ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება …

ჩანთების ონლაინ მაღაზია