პოლიტიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი კუპრაძე, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, დაზარალებულად ცნო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, 16 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, დაზარალებულად ცნო.

„ჩემი დაკავების საქმეზე, რომელიც 16 აპრილს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, დამიბარეს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში, მცნეს დაზარალებულად 333-ე მუხლის გათვალისწინებით და გადმომცეს ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ ეტაპზე გააჩნია უწყებას. უნდა ითქვას, რომ უწყებამ მაქსიმალურად იმუშავა, მოპოვებულია ყველა ვიდეო მტკიცებულება. ველოდებით მტკიცებულებების მე-2 ნაწილის გადმოცემას და სამხარაულის დასკვნას.

სპეცრაზმელების ვინაობა ამ ეტაპზე დაუდგენელია, თუმცა არსებობს შესაძლებლობა რომ მათი ვინაობა დადგინდეს. ეს სპეცრაზმელები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები. წარმოუდგენელია მათი ყოფნა სამართალდამცავ უწყებაში, ეს იქნება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომ სადისტები სამართალდამცავ უწყებაში მუშაობენ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძის ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება იძულებული გახდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა.

„გამომძიებელთან საუბრისას დადგინდა, რომ ირაკლი კუპრაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლის გათვალისწინებით. ამ ეტაპისთვის არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და შესაბამისად გამოძიება ამ მიზნით მიმდინარეობს. ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. კადრები ადასტურებს, რომ მასზე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა განხორციელებული. მთავარია, რომ არსებული დაზიანებების საფუძველზე ხელისუფლება იძულებული გახდა, მისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა”- განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

ასევე ნახეთ

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია