პოლიტიკა

სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში – მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილის თქმით, მას შეიძლება დანაშაული მიუძღოდეს საკუთარი ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ არავითარი დანაშაული არ მიუძღვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში?- თითოეულმა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, დანაშაული შეიძლება მიმიძღვის ჩემს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს, გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოვსპეთ კორუფცია, მოვსპეთ კრიმინალი და ახლა კორუფცია, კრიმინალი იძიებს ჩემზე შურს, ეს არის და ეს რაც ხდება. ეს არის, ჩვეულებრივად, პუტინის, კორუფციის კრიმინალის, ოლიგარქატის შურისძიება ჩემზე, ერთ ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილზე. შეგიძლიათ ჩემი სხეული გაანადგუროთ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერს ვერ დააკლებთ, ჩემს შეხედულებებს ვერაფერს ვერ დააკლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! მაგრად დადექით! მაგრად იყავით!” – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია