პოლიტიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, შემოწმებული იქნება, კერძოდ “ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული”.

ამასთან, ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ ბაზრიდან სრულად არის ამოღებული ”სოფლის ნობათის” ის პარტია, რომელშიც აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.

„კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე მყისიერად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, კომპანიასთან ერთად დაიწყო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ამ პარტიის ამოღება.

დღეს, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. არის კითხვები, დახლებზე არსებულ პროდუქტებზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული არის სტანდარტებთან შესაბამისი, უვნებელია და რისკს არ შეიცავს”,- აღნიშნავს ზურაბ ჩეკურაშვილი.

ცნობისთვის, იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, შედეგად პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა განხორციელდა. „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აღმოჩნდა „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...