პოლიტიკა

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯაზ მატარებლით მგზავრობას სთავაზობს

12-14 აგვისტოს ბათუმში, საიუბილეო, რიგით მე-15 ჯაზფესტივალი ჩატარდება. სტუმრებს მუსიკითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამი დღე ელით.

თიბისი კონცეპტისა და ისთერნ პრომოუშენის მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს თბილისიდან ბათუმში მიმავალი ჯაზ მატარებლით სარგებლობა შეეძლებათ. ჯაზის მოყვარულების კომფორტულ მგზავრობაზე საქართველოს რკინიგზამ იზრუნა.

ჯაზ მატარებელი 13 აგვისტოს, 10:25 საათზე გავა თბილისიდან. სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე Live იზრუნებენ.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

  • ლანჩ ბოქსი და ტკბილეულობა
  • გამაგრილებელი სასმელი
  • სახალისო აქტივობები და საჩუქრები

*შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადი მონაცემები და ჯაზფესტივალის ბილეთი. დასწრება უფასოა.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

ბარათების ჩამონათვალი:

TBC Concept Visa/MC Gold Card, Visa/MC Platinum, MC World Elite, Visa Signature, Visa Signature Ertguli.

*გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია.

ასევე ნახეთ

„უმძიმესი ტრაგედიაა, ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობდა…“ – რას წერენ ვარჯიშის დროს გარდაცვლილ ბიჭზე

ახმეტაში, ჭიდაობის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანი 16 წლის ვასიკო სიხარულიძეა. სოფელ ქისტაურში მცხოვრები ბიჭი, სპორტით იყო დაკავებული და …