პოლიტიკა

„თბილისი პრაიდი“ – არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, მეორე მოთხოვნას 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების დასჯა წარმოადგენს, ვინაიდან, მათი მხრიდან ძალადობრივი მუქარები კვლავ გრძელდება.

“მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო დღეებში აშკარად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის მადისკრედიტირებელი, ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. პრემიერი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. კობახიძე კი ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში „ალტ-ინფოს“ ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ, იდენტურ მუქარებს.”

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია