პოლიტიკა

თბილისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტი დამატებით 41 მილიონი ლარით იზრდება.

„წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით იზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული,სოციალური თუ სარეკრეაციო პროექტი განვახორციელოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებებით კიდევ რამდენიმე ათეული ჩვენი თანამოქალაქე გახდება კერძო მესაკუთრე და ის ფართები, რომლებშიც ისინი წლებია ცხოვრობენ, დაუკანონდებათ. ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული და სწორედ ამ საკითხებს გამოუცხადეს ბოიკოტი რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათ ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობით ისარგებლეს და სხდომა ამის გამო გადაიდო. თუმცა ჩვენ დღეს აუცილებლად მივიღებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ტყუილია, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, თითქოს მერიაში შტატები იზრდება. შტატები სატრანსპორტო საქალაქო სამსახურში სატრანსპორტო კომპანიაში შემცირების ხარჯზე ხდება. შესაბამისად, საერთო ჯამში არანაირი ზრდა არ არის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია