პოლიტიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა.

„ტავ ჯორჯიის“ ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 2 200 000 ლარი შეადგინა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით განახორციელა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალს ახალი სივრცე შეემატა, რის შედეგადაც გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდა საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი. ასევე, მოეწყობა სწრაფი დერეფანი სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, საჭირო პროცედურები რიგში დგომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, დაგეგმილ ვადაში დასრულდა.

მგზავრებისა და ავიაკომპანიების კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას „ტავ ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

ასევე ნახეთ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობას აღარ შეეძლებათ

მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...