თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის.
ის 4 დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მისი ტელეფონი და ჩანთა თბილისის ზღვასთან იპოვა. მას შემდეგ ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველები მუშაობდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს მისმა დეიდაშვილი და ახლობლები.
შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დღეს, 18 ივლისს, ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას თბილისის ზღვაში შუახნის მამკაცის ცხედარიც იპოვეს.