პოლიტიკა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა – არიან დაშავებულები

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა.

მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.

„მაშველებმა სამი ადამიანი მოათავსეს სასწრაფო დახმარების მანქანაში. სამივე კონტაქტური იყო“ – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი მდგომარეობა მძიმე არა, მაგრამ საყურადღებოა.

ერთი დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, მას კვლევები უტარდება“ – განაცხადა რატიანმა.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია