პოლიტიკა

თბილისში, მომღერალი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 19 ნოემბერს თეკლათის ქუჩაზე დაჭრილი პირი მომღერალი და პოეტი კოსტა სანიკიძეა.

მას ოთხი ჭრილობა მიაყენეს მუცლის არეში. მისი მდგომარეობა მძიემა.

როგორც „პრაიმ-ტაიმს“ კოსტა სანიკიძის მეგობარმა სალომე ბარათაშვილმა განუცხადა, ინციდენტიო გამთენიისას, სანიკიძის სახლში მოხდა.

„ახლა ვარ კლინიკაში, ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან. მდგომარეობა როგორია ჯერ არ ვიცით, ჩვენც ველოდებით. სახლში დაესხნენ თავს. წინაზე სახლი შეეშალათ. ახლა აღარ შეეშალათ. როგორც ვიცი მუცლის არეშია დაჭრილი“,- უთხრა პრაიმ-ტაიმს სალომე ბარათაშვილმა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 26 წლის მამაკაცი.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია