Breaking News

TimeOut-მა მსოფლიოს ულამაზეს 16 პატარა ქალაქს შორის სტეფანწმინდა დაასახელა

ბრიტანულმა სამოგზაურო მედია პლატფორმამ TimeOut მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქი დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები – ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით.

სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით ცნობილია კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს. ეს არის შორეული, ამავდროულად, ისტორიული ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ. მე-6 საუკუნით თარიღდება.

სტეფანწმინდა იდეალური ადგილია შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“,-წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.

https://www.timeout.com/travel/worlds-most-beautiful-small-towns

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია