პოლიტიკა

ტრაგედია ზუგდიდში – ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ზუგდიდში შემზარავი ტრაგედია მოხდა – ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს ტყუპი ბავშვები დაიწვნენ. უბედურ შემთხვევას ორი მოზარდი გაფაურჩა. როგორც გადარჩენილი ბავშვები ჰყვებიან, პატარები ვერ გააღვიძეს.

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა დროულად მივიდა და ოპერატიულად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა,  საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

„ჩემთან შემოვარდა 2 ბავშვი, კარი გამიღეო, კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა, ორივე შიგნით შემოვიყვანე და კარი მივხურე, ვერ გაგიშვებ, შენც დაიწვები მეთქი, მეუბნებოდა, ბავშვებს გამოვიყვან შიგნიდანო.

მათ არანაირი დამწვრობა არ ჰქონდათ, ცეცხლი რას გაუჩნდა, არ ვიცით…“ – ამბობს მეზობელი.

„ცეცხლი 01:30 საათზე გაჩნდა, სახანძროში დარეკეს, მაგრამ არაფერმა უშველა.

ტყუპები 5 წლისები იყვნენ. გადარჩენილები გოგო და ბიჭი არიან – მეხუთე და მეექვსე კლასელები, მშობლები წასულები არიან სადღაც,  დედა მუშაობდა, საცოდავი, თხილზე დადიოდა.

სოციალურ სამსახურს ბავშვები წაყვანილი ჰყავდა, მაგრამ შემდეგ დედამ დაიბრუნა, რადგან შემოსავალი ჰქონდა.

უფროს და-ძმასთან ტოვებდა ხოლმე, გოგო ისეთი ჭკვიანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა“, – ამბობს ადგილობრივი.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია