პოლიტიკა

თსუ-ს ინციდენტში დაშავებული სტუდენტის, ლუკა შველიძის თქმით, მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა

თსუ-ში, დღეს ინციდენტი მოხდა, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა წინა კვირას გაკეთებული მისი განცხადების გამო. ამ დაპირისპირების დროს დაშავდა ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ლუკა შველიძის განცხადებით, მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა. ამას კლინიკის ეზოში დაპირისპირებაც მოჰყვა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში ლუკა შველიძე და მისი დედა აღნიშნული მამაკაცის ვინაობის დადგენას ითხოვდნენ.

„იარაღით რატომ მოხვედი, რა გინდა, მოკვლა გინდა ჩემი შვილის? ვისია ეს იარაღი?“ – მიმართა ლუკა შველიძის დედამ მონიკა პაპაშვილმა მამაკაცს, რომელიც პოლიციამ კლინიკის ტერიტორიიდან გაიყვანა.

„ტვ.პირველთან“ ინტერვიუში მშობელმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა ნასვამმა და შეიარაღებულმა მამაკაცმა ვინაობა მხოლოდ სამართალდამცველებთან დაასახელა.

„პატრულმა ვერ დაადგინა ეს ადამიანი ნასვამი იყო, თუ არა. თქვეს, ჩვენ ამის საშუალება ახლა არ გვაქვსო და ამ ადამიანისთვის იარაღიც არ ჩამოურთმევიათ. ორი ადამიანი იყო, მათგან ერთს ეცვა ნაცრისფერი, მეორეს კი შავი ზედა. არცერთმა მათგანმა სახელი და გვარი არ თქვა. პატრულს კარგად ჩასჩურჩულეს, თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენენ“, – განაცხადა ლუკა შველიძის მშობელმა, მონიკა პაპაშვილმა.

თავად ლუკა შველიძე ამბობს, რომ ეს შეიარაღებული მამაკაცი მას პალატაში პოლიციის თანამშრომლად გაეცნო და დაკავებითაც დაემუქრა. მისი თქმით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

“ფიზიკურად მომიწია ჭიდაობა იმისთვის, რომ პოლიციის მოსვლამდე არ გაქცეულიყო. თან ჰქონდა იარაღი, მემუქრებოდა დაგაკავებო. თითს მამტვრევდა იმისთვის, რომ ხელი გამეშვა. ხელები გადამიტრიალა და მეჭიდავებოდა. პოლიცია, თუ ასე დადის… ასე რომელი თანამშრომელი დადის, მთვრალი, იარაღით და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული? თვითონ თქვა, თანამშრომელი ვარო“, – განაცხადა ლუკა შველიძემ.

 

ასევე ნახეთ

ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია