პოლიტიკა

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა.

როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.

„უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში – თურქეთში. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“ – განაცხადეს აეროპორტების გაერთიანებაში.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია