პოლიტიკა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან ერთად, ინვიტრო განაყოფიერებაც აიკრძალება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან ერთად,  ინვიტრო განაყოფიერებაც აიკრძალება  და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება.

მან ასევე აღნიშნა, რომ დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება და თუკი ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება „საქართველოს მოქალაქეების გამრავლების, იქნება ეს დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები იქნება დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინვიტრო განაყოფიერების მეთოდით შვილის გაჩენა. ასევე, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სუროგაციის უფლება. ანუ, მთლიანად იკეტება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და არა როგორც აქამდე იყო. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული, ბევრ სხვადასხვა პრობლემას აჩენდა, იგივე, ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო.

ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობა, სხვა ყველა ის არაეთიკური თუ მიუღებელი ფორმა, რაც შეიძლება ამ საკითხს თან ახლდეს. კანონშივეა ჩანაწერი, რომ ქვეყანაში ამ ტიპის ყველანაირი რეკლამა იკრძალება. ხშირად შეგხვედრიათ ალბათ სხვადასხვა შეთავაზება და რეკლამები სუროგაციასთან დაკავშირებული, ან ინვიტრო განაყოფიერებასთან, ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია