პოლიტიკა

უდიდესი ამბავი გვაქვს: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში წერს – “უდიდესი ამბავი გვაქვს: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა. ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა – მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა. ტექსტი მოგვიანებით, უკვე შეცვლილი ფორმით დაიბეჭდა.

ხელნაწერი ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დაიდებს ბინას.

შეუფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის წვლილი ამ ისტორიულ საქმეში.”

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...