პოლიტიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.

მისი განცხადებით, ბერდია ჯოხაძე საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

როგორც გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ის რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო დაიღუპა. ელჩის განცხადებით, ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

გიორგი ზაქარაშვილი​ს ცნობით, გადმოსვენების საკითხი უკვე მოგვარებულია და ქართველი მებრძოლის ცხედარს საქართველოში ხვალ დილით ჩამოასვენებენ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკვე 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია