Starvision.ge |  Star FM 93.9Starvision.ge | Star FM 93.9 ტელე და რადიო მაუწყებლობა | მოუსმინე, წაიკითხე, უყურე > STARVISION.GE

Starvision.ge |  Star FM 93.9
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • უცხოეთი
  • სპორტი/კულტურა
  • LIVE
    • რადიო STAR FM
    • სტარვიზია TV
  • ჩვენი გადაცემები
  • მეტი
    • მეცნიერება
    • ტურიზმი
    • ვალუტა
პოლიტიკა
  • მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება
  • ირაკლი კობახიძე – მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა
  • ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს
  • შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში
  • მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს
  • მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა შედგა
  • სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა
  • ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან
  • მიხეილ ყაველაშვილი – მივიღე გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე
  • „ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს
Home/საზოგადოება/უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ

უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ

editor დეკემბერი 19, 2022 საზოგადოება 20 Views

საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან თბილისში ჩამოვიდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, უკრაინის რადას დეპუტატს, უკრაინა-საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლიუდმილა მარჩენკოს და უკრაინელ ბავშვებს თბილისის აეროპორტში დახვდა
„ეს არის კიდევ ერთი პროექტი და სოლიდარობის ინიციატივა, როცა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვები ჩამოგვყავს საქართველოში. გვსურს ამით გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა და სანამ მათი სკოლა და სახლები დანგრეულია, საქართველოში, ჩვენს შვილებთან ერთად გაატარონ წინასაახალწლო პერიოდი. ქალაქის დაბომბვის შემდეგ, ეს ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდნენ, მათი მშობლები კი ომში არიან და ქვეყანას იცავენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოლიდარობა გამოვხატოთ და თავი ვაგრძნობინოთ როგორც საკუთარ სახლში, რომ უსაფრთხო, მშვიდ და პოზიტიურ გარემოში გაატარონ ეს ორი კვირა საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს პროექტის დაფინანსებისთვის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს საელჩოს უკრაინაში, პროექტის ორგანიზებაში დახმარებისთვის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ბავშვები საქართველოში მწვრთნელებთან ერთად ჩამოვიდნენ. 10 დღის განმავლობაში, საფეხბურთო სკოლა-აკადემიის „დინამოს“ ბაზაზე იცხოვრებენ.


კულტურულ-შემეცნებითი და სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.


შეხვედრა ექნებათ დედაქალაქის მერთან. ესტუმრებიან საქართველოს პარლამენტს და შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს.


თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას თქმით, „პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო. შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ მათ გართობას, დასვენებას და სპორტულ აქტივობებს. შერჩეული გვაქვს შესაბამისი სპორტული სკოლა და ბაზა, სადაც ისინი იცხოვრებენ ამ 10 დღის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საინტერესოდ გაატარებენ დღეებს“.


უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიუდმილა მარჩენკომ კახა კალაძეს, არჩილ თალაკვაძეს და პროგრამის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინელ ბავშვებს სწავლის, გართობის და დასვენების ფართო პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

  • SHARE
  • Twitter
  • LinkedIn
  • Pinterest

შემოთავაზებული სიახლეები

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

2 დღის წინ

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა

2 დღის წინ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

5 დღის წინ

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE

დღის ამბები

  • ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

    2 დღის წინ
  • აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა

    2 დღის წინ
  • საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

    5 დღის წინ
  • მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

    5 დღის წინ
  • ირაკლი კობახიძე – მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა

    5 დღის წინ
ჩვენს შესახებ       რეკლამა      დოკუმენტაცია      კონტაქტი      
 Owner :
შპს “სტარვიზია“ © Copyright 2025, ყველა უფლება დაცულია
ჩანთების ონლაინ მაღაზია