Starvision.ge |  Star FM 93.9Starvision.ge | Star FM 93.9 ტელე და რადიო მაუწყებლობა | მოუსმინე, წაიკითხე, უყურე > STARVISION.GE

Starvision.ge |  Star FM 93.9
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • უცხოეთი
  • სპორტი/კულტურა
  • LIVE
    • რადიო STAR FM
    • სტარვიზია TV
  • ჩვენი გადაცემები
  • მეტი
    • მეცნიერება
    • ტურიზმი
    • ვალუტა
პოლიტიკა
  • ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს
  • პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
  • ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა
  • “ქართული ოცნების” ახალი ინიციატივის მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ
  • ილჰამ ალიევი – შეძრულები ვართ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნით, რომლის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ
  • ირაკლი კობახიძე – არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება
  • მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება
  • ირაკლი კობახიძე – მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა
  • ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს
  • შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში
Home/საზოგადოება/უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ

უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ

editor დეკემბერი 19, 2022 საზოგადოება 21 Views

საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან თბილისში ჩამოვიდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, უკრაინის რადას დეპუტატს, უკრაინა-საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლიუდმილა მარჩენკოს და უკრაინელ ბავშვებს თბილისის აეროპორტში დახვდა
„ეს არის კიდევ ერთი პროექტი და სოლიდარობის ინიციატივა, როცა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვები ჩამოგვყავს საქართველოში. გვსურს ამით გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა და სანამ მათი სკოლა და სახლები დანგრეულია, საქართველოში, ჩვენს შვილებთან ერთად გაატარონ წინასაახალწლო პერიოდი. ქალაქის დაბომბვის შემდეგ, ეს ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდნენ, მათი მშობლები კი ომში არიან და ქვეყანას იცავენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოლიდარობა გამოვხატოთ და თავი ვაგრძნობინოთ როგორც საკუთარ სახლში, რომ უსაფრთხო, მშვიდ და პოზიტიურ გარემოში გაატარონ ეს ორი კვირა საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს პროექტის დაფინანსებისთვის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს საელჩოს უკრაინაში, პროექტის ორგანიზებაში დახმარებისთვის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ბავშვები საქართველოში მწვრთნელებთან ერთად ჩამოვიდნენ. 10 დღის განმავლობაში, საფეხბურთო სკოლა-აკადემიის „დინამოს“ ბაზაზე იცხოვრებენ.


კულტურულ-შემეცნებითი და სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.


შეხვედრა ექნებათ დედაქალაქის მერთან. ესტუმრებიან საქართველოს პარლამენტს და შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს.


თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას თქმით, „პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო. შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ მათ გართობას, დასვენებას და სპორტულ აქტივობებს. შერჩეული გვაქვს შესაბამისი სპორტული სკოლა და ბაზა, სადაც ისინი იცხოვრებენ ამ 10 დღის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საინტერესოდ გაატარებენ დღეებს“.


უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიუდმილა მარჩენკომ კახა კალაძეს, არჩილ თალაკვაძეს და პროგრამის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინელ ბავშვებს სწავლის, გართობის და დასვენების ფართო პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

  • SHARE
  • Twitter
  • LinkedIn
  • Pinterest

შემოთავაზებული სიახლეები

შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

2 დღის წინ

ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

4 დღის წინ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

5 დღის წინ

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა …

დღის ამბები

  • შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

    2 დღის წინ
  • ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    4 დღის წინ
  • ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

    5 დღის წინ
  • პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

    1 კვირის წინ
  • ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

    1 კვირის წინ
ჩვენს შესახებ       რეკლამა      დოკუმენტაცია      კონტაქტი      
 Owner :
შპს “სტარვიზია“ © Copyright 2025, ყველა უფლება დაცულია
ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...
თქვენი ბრაუზერი არ უჭერს მხარს აუდიოს ელემენტს.