პოლიტიკა

უხუცესი ძაღლი მსოფლიოში

ბოლო 13 წელია სპაიკი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ფერმაში რიტა კიმბელთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ძაღლი ქუჩაში, სასურსათო მაღაზიასთან იპოვა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა.

„ზურგი გაპარსული ჰქონდა, კისერზე კი თოკისგან ან ჯაჭვისგან სისხლის ლაქები ემჩნეოდა. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ძაღლი აქ უკვე 3 დღეა დადის და მას ნარჩენებით კვებავდნენ“, – იხსენებს კიმბელი.

მისივე თქმით, სპაიკი ახალ სახლს სწრაფად შეეჩვია და ფერმაში სხვა ცხოველებთან ურთიერთობაც მოსწონს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია