Breaking News

უხვმა ნალექმა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს პრობლემები შეუქმნა

უკანასკნელი დღეების მანძილზე წარმოქმნილმა ჭარბმა ნალექმა და მეწყრული პროცესების განვითარებამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს პრობლემები შეუქმნა.
კერძოდ, მოვარდნილმა ღვარცოფმა ჩამოიტანა დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი და მუზეუმის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე შენობა-ნაგებობები დატბორა და ნაშალი მასალით აავსო. ასევე, დაიტბორა მუზეუმის უკანა მხარე. მნიშვნელოვანია, რომ
საგამოფენო სივრცეს, სადაც ინახება ვაჟა-ფშაველას ხელნაწერთა ასლები და სხვა ექსპონატები საფრთხე არ ემუქრება.
ვითარების შესწავლის და პრობლემის გადაჭრის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე. ადგილზე ასევე იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა ნარიმანიძე.
სიტუაციის შესწავლის შემდგომ გადაწყდა,რომ მძიმე ტექნიკის მეშვეობით მოხდება ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანა და მუზეუმის უკანა კედელთან დაგუბებული წყლის გამოთავისუფლება. ასევე, ამგვარი საფრთხის პრევენციის მიზნით, დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია