პოლიტიკა

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ამის მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა.

ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, უმცა იქ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 7%, 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ამ დროისთვის, ავტონომიურ რეგიონში, ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობა შეფერხებით ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ინტერნეტში ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელების შესაძლებლობა აღარ აქვს. ქალაქ ნუქუსში შესასვლელი გადაკეტილია. ასევე დაიხურა საზღვარი ავტონომიურ რეგიონთან.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია