პოლიტიკა

ვანდალიზმის მძიმე ფაქტები თბილისში – ვიდეო

დედაქალაქისთვის, სამწუხაროდ, ვანდალიზმის მძიმე ფაქტები არახალია.

თბილისის მერმა ვანდალიზმის მორიგ ფაქტებზე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თბილისში ახლად რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებული და მოპარულია მცენარეები.

„აზრი ეკარგება ყველაფერს, თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, გამოიჩინონ გულისხმიერება. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ამ ყველაფერს აკეთებენ არასრულწლოვნები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა.

არის შემთხვევები, როდესაც ხდება კონკრეტული ინფრასტრუქტურის დაზიანება და დიდები ამას გულგრილად უყურებენ. ეს არის ძალიან ცუდი, მეგობრებო! ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ როგორმე შევინარჩუნოთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს. ეს ხომ თქვენი ფულით კეთდება, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის კეთდება. მედიას მივაწვდით კადრებს ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით და ნახოს საზოგადოებამ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს ინფრასტრუქტურის და რეაბილიტირებული პარკების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ყველანი გავერთიანდებით და შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გავხადოთ“ – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ასევე ნახეთ

150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია