პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ – 2023-ის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“- ში „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ – 2023-ის” გახსნის ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც მონაწიოეობდა და სიტყვით გამოვიდა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაცნობად, არამედ ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ძირითად ტენდენციებზე მსჯელობისთვის. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ფორუმს ესწრებიან კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტები და ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია