კაცი, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს, ორი ბავშვი გადაარჩინა, ,,ეკო სერვისის” თანამშრომელი დევი მეზურნიშვილია. ის ვაკის პარკში უფროსი მებაღის პოზიციაზე მუშაობს.
შადრევანში ჩასული მამაკაცი, დენის დარტყმების მიუხედავად ის ბავშვების გადარჩენას ცდილობდა.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები დევი მეზურნიშვილს გმირული საქციელისთვის მადლობას უხდიან.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.