წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.