Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს.
ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას.
„პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით.
ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.