პოლიტიკა

Wizz Air-ი საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე ზრდის და ახალ მიმართულებას ქუთაისი-კოპენჰაგენს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე არ არსებობს. ასევე, აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებაზე.

“ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად Wizz Air-ის 4 ბაზირებული ხომალდი იქნება. რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე, საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა” – ამბობს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30 მდე გაიზრდება.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია