უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის „United24“-ის ელჩი გახდა „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს. Balenciaga-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.