პოლიტიკა

ზუკა ბერძენიშვილი – დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები, ჩემთვის პატივია

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერაცია ჩაუტარდა.

თავად ზუკა ბერძიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: “მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.

სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.

შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.

ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.

ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას.

ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია,” – წერს ბერძენიშვილი.

სოციალურ ქსელში აქტივისტმა სალომე ნიკოლეიშვილმა დაწერა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა. ბერძენიშვილს მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია დასჭირდა.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია