პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაცია პარტიის წევრმა ანა ყურაშვილმა დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს ერთი პირი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა.

ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

„გორის „სმარტთან“ გავჩერდით, ზურა მანქანაში იყო, ჩვენ მანქანიდან გადასული ვიყავით, როგორც კი მაღაზიაში შევედით, მას ერთმა პირმა მანქანის კარი გამოუღო და თვალში ჩაარტყა – პატრიარქზე როგორ საუბრობო. ერთი ადამიანი იყო, ზურა მას არ იცნობს.

ახლა გამოკითხვაზეა, განცხადება უნდა დაწეროს, თვალის არეში აქვს დაზიანება. როგორც კი თბილისში გამოვბრუნდით, მაშინვე საბურთალოს პოლიციაში მივედით“, – განაცხადა ყურაშვილმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...