პოლიტიკა

სამი ვერცხლის მედალი საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე

სამი ვერცხლის მედალი საქართველოს სახელით – ეს მექსიკაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ესართიას შედეგია. 

ძალოსანმა ატაცში 132, 137 და 141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში მისი შედეგი 164, 170 და 174 კგ-ია და აქაც მეორე იყო. ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 315 კგ-ით ნიკოლოზ ესართია ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ქვეყნის რეკორდები. ატაცში 7, აკვრაში 13, ხოლო ორჭიდის ჯამში 20 კილოგრამით გააუმჯობესა.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია