პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა, ხოლო საქართველოს ჩემპიონმა და მასთან ერთად სავსე სტადიონმა ის იტალიაში გააცილა, სადაც კარიერას გააგრძელებს – ეს „დინამო თბილისთან“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩის შესვენების დროს მოხდა.

„მიჭირს საუბარი, რადგან ერთად დიდი დრო არ გაგვიტარებია, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ და მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ, ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა მივაღწიოთ. წარმატებები ბათუმის „დინამოს“ ევროთასებზე და უნდა ვუგულშემატკივროთ, რადგან ამ გუნდს აქვს ყველაფერი, რომ მიაღწიოს იმას, რაც ჯერ საქართველოს არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. წარმატებები და დიდი მადლობა“, – ასე დაემშვიდობა ხვიჩა კვარაცხელია ბათუმელ გულშემატკივრებს.

21 წლის თავდამსხმელი იტალიაში გაემგზავრება, „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააფორმებს და ფეხბურთელს გულშემატკივრებსა და მედიას წარუდგენენ. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის სერია ა-ში ითამაშებს.

ასევე ნახეთ

მეექვსე გამარჯვება ნაგოია ბაშოზე – ტოჩინოშინმა მაისეი დაამარცხა

ივლისის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მაისეი დაუპირისპირდა. ლევან გორგაძეს თანაბარი ბალანსი ჰქონდა (5:5), …