პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

მაკა ბოჭორიშვილი – მმართველ გუნდს რომ არ სურდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არც ის გეგმა იარსებებდა, რაც იყო შემოთავაზებული პარლამენტში სამუშაოდ

მმართველ გუნდს რომ არ სურდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არც ის გეგმა იარსებებდა, რაც მმართველი გუნდის მიერ იყო შემოთავაზებული პარლამენტში სამუშაოდ – აცხადებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. „თითოეული რეკომენდაციის შესრულებას პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალიან სერიოზული მსჯელობა სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი იქამდე მივიყვანოთ, რასაც რეკომენდაციების შესრულებული ფორმა ერქმევა. ამ პროცესში …

ნახვა »

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი.

ნახვა »

Kass Land-ს 30 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა

ერთ თვეზე მეტია წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით „კასს ლენდი“ გაიხსნა და ეკოტურისტულ სივრცეს უკვე 30 000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა. როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, ვიზიტორების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. Kass Group-ის მენეჯმენტის ინფორმაციითვე, სტუმრები ჰყავთ Kass Dimond Resort-ის ვილებშიც, რომლის ფასი ორ ადამიანზე $150-ია და ღირებულება …

ნახვა »

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მსჯავრდებული გვარამიაც. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გვარამიას გამოჩენას დარბაზში შეკრებულები ტაშით შეხვდნენ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარია და კახაბერ დამენია …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. დახურულ შეხვედრაზე განიხილება დეოლიგარქიზაციის თაობაზე უკრაინული კანონი. „ჩვენ გავმართავთ იმ პრინციპების პრეზენტაციას, რომელსაც უკრაინული კანონი ეყრდნობა და მოვისმენთ პოზიციებს. ჩვენ შეგვიძლია ეს კანონი ავიღოთ როგორც საფუძველი. უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, …

ნახვა »

გელათში კედლის მხატვრობის გადასარჩენად, სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება. იტალიელ ექსპერტებთან …

ნახვა »

თბილისის და ტაშკენტის მერებმა ტაშკენტში რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაშკენტის მერთან, ჯახონგირარტიკ,ხოჯაევთან ერთად, ტაშკენტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო. კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის, იაკობ შაპიროს ნამუშევრის- შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო. ტაშკენტის მერის განცხადებით, ტაშკენტის მერია გეგმავს ქალაქის სიმბოლო-ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს. თბილისის …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი …

ნახვა »

პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა

პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. „სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, – აღნიშნა ბებიამ. ცნობისთვის, 22 წლის პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია