დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. „გათენებამდე, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ორი – კრივოი როგის რაიონის თავზე, ერთი – ნიკოპოლის რაიონის თავზე“, – აცხადებს რეზნიჩენკო.
ნახვა »უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. „ჩვენმა ნაწილებმა წარმატებას მიაღწიეს ბერისლავის რაიონის ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონის დასახლებების გათავისუფლებაში. იქ მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციის მიზნით“, – აღნიშნა ნაზაროვმა.
ნახვა »რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. „დილის 11 საათის მონაცემებით, დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი რვა რეგიონსა და ქალაქ კიევში,” – აცხადებს შმიგალი.
ნახვა »უკრაინული მედია- ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გათავისუფლებულია
მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგინში 7 დასახლება გაათავისუფლეს.როგორც ცნობილია,გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.
ნახვა »ოლენა ზელენსკა-მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს ააშკარავებს
ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად,დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევას უკრაინის პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა,-„რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა ასევე კერძო სახლებიც. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 50, მათ შორის ბავშვები”, – წერს ოლენა ზელენსკა. მისივე თქმით,მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია-ქვეყნის შეიარღებული ძალების მიერ ხერსონის ოლქში 2400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,კირილო ტიმოშენკო აცხადებს,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს, ტერიტორიის გაათავისუფლებას ორი კვირა დასჭირდა. ცნობისთვის,საუბარია ხერსონის ჩრდილოეთით მდებარე ექვს და ბერისლავის რეგიონში არსებულ 61 დასახლებაზე.
ნახვა »უკრაინული მედია-ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ზაპოროჟიეს წინააღმდეგ 6 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ სახლებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.ასევე ცნობილია,რომ მაშველებმა ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ცნობისთვის,სამაშველო სამუშაოების პროცესში დღეს დილიდან 45 მაშველი აქტიურადაა ჩართული.
ნახვა »ძლიერი აფეთქება მიკოლაევში
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენეკევიჩი ავრცელებს. მისი თქმით, ქალაქზე ძლიერი თავდასხმა ადგილობრივი დროით, 04:00 საათზე მოხდა და ავიაიერიშები მიკოლაევის რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.
ნახვა »რუსებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს
31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. ძლიერი აფეთქებები გაისმა დილის 01:00 საათის შემდეგ და …
ნახვა »რუსებმა ბახმუტში სასტუმრო დაბომბეს – არიან დაღუპულები
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსეთის ძალებმა სასტუმრო დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე და დონეცკის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. კირილენკოს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ბახმუტში მდებარე სასტუმროს ცეცხლი დაახლოებით დილის …
ნახვა »