უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ შეუძლიათ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. “რას ეუბნება უკრაინის ეფექტიანი კონტრშეტევა მსოფლიოს? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ მოხდება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გავიდნენ. ეს …
ნახვა »The Insider: შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს
შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ. რუსი …
ნახვა »რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დაბომბეს
რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. არსებული ცნობებით, რუსულმა ძალებმა „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს. როგორც ცნობილია, ორი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო ორი რაკეტა კი, პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.
ნახვა »ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამაზე ევროკავშირის საგარეო მინისტრები ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ თანხის ჩათვლით, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისადმი 2.5 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. “დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე”, – განაცხადა შვედეთის საგარეო …
ნახვა »უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“. „ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, ის შეჩერებული იყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო“, – ნათქვამია უკრაინის …
ნახვა »ბრიტანეთი უკრაინას 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს
ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში უკრაინას ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს. მათივე განმარტებით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებზე გამართული დისკუსიების შესახებ ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული …
ნახვა »უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა
უკრაინის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში განლაგებულ VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. შემდეგ განაცხადებს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთის …
ნახვა »მოლდოვის პრეზიდენტი კიევშია
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სანდუ უკრაინის რამდენიმე ქალაქში ჩავა. კერძოდ, ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში. ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქების მონახულების შემდეგ მაია სანდუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ნახვა »უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს
უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ისრაელში უკრაინის ელჩ ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიევი უკმაყოფილოა ისრაელის ხელისუფლების მიდგომით უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. „რუსეთის მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ ჩადიან, ბელარუსებიც და უკრაინის მოქალაქეებისთვის გამოიგონეს ელექტრონული ვიზები. საპასუხოდ, ჩვენ ახლა განვიხილავთ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კორნიჩუკმა. …
ნახვა »ბორის ჯონსონი – უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს!
მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს.” – აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინას გუშინ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, …
ნახვა »