პოლიტიკა

Tag Archives: უკრაინა

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამაზე ევროკავშირის საგარეო მინისტრები ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ თანხის ჩათვლით, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისადმი 2.5 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. “დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე”, – განაცხადა შვედეთის საგარეო …

ნახვა »

უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“. „ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, ის შეჩერებული იყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო“, – ნათქვამია უკრაინის …

ნახვა »

ბრიტანეთი უკრაინას 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში უკრაინას ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს. მათივე განმარტებით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებზე გამართული დისკუსიების შესახებ ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული …

ნახვა »

უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა

უკრაინის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში განლაგებულ VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. შემდეგ განაცხადებს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთის …

ნახვა »

მოლდოვის პრეზიდენტი კიევშია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სანდუ უკრაინის რამდენიმე ქალაქში ჩავა. კერძოდ, ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში. ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქების მონახულების შემდეგ მაია სანდუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ნახვა »

უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს

უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ისრაელში უკრაინის ელჩ ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიევი უკმაყოფილოა ისრაელის ხელისუფლების მიდგომით უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. „რუსეთის მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ ჩადიან, ბელარუსებიც და უკრაინის მოქალაქეებისთვის გამოიგონეს ელექტრონული ვიზები. საპასუხოდ, ჩვენ ახლა განვიხილავთ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კორნიჩუკმა. …

ნახვა »

ბორის ჯონსონი – უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს!

მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს.” – აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინას გუშინ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, …

ნახვა »

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, …

ნახვა »

საფრანგეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „ვფიქრობ, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება და კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან საფრანგეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტია“, – განაცხადა კლემან ბონმა France Info-სთან.

ნახვა »

რუმინეთის პრეზიდენტი კიევში იმყოფება

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში ჩავიდა. შესაბამის ვიდეოს ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს. უკრაინაში ასევე იმყოფებიან საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები. კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის პრეზიდენტი კონსტანცაში ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც ორმხრივი პრესკონფერენციის დროს კლაუს იოჰანისმა განაცხადა, უკრაინისთვის, მოლოდვისა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ …

ნახვა »