ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. დახურული შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ პარტიები, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროცესს უნდობლობას უცხადებს და სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება. ამასთან, დღევანდელ შეხვედრას ესწრება „გირჩი“, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული გეგმის მონაწილეა. ფოტო: ipn.ge
ნახვა »როდის წარადგენს ოპოზიცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დღის წესრიგს?
„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების პროცესი დღესაც გაგრძელდება. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად, კონსულტაციების შედეგად შემუშავებულ დღის წესრიგს ორშაბათს წარადგენენ. „შედეგად წარვადგენთ იმ დღის წესრიგს, რომლითაც ჩვენი აზრით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა უზრუნველყოთ იმ 12 მოთხოვნის შესრულება, რასაც ევროკავშირი …
ნახვა »