Breaking News

2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის მონაცემებს +6.4 პროცენტით გადააჭარბა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში  938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი – +6.4%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3-მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Check Also

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში მოხვდა

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში მოხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic-მა 2024 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია