პოლიტიკა

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გამგზავრება

საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისთვის ესაჭიროებათ ვიზა, მაგრამ საკმაოდ გრძელია ჩამონათვალი სადაც შეუძლიათ გამარტივებული წესით ან უვიზოდ მგზავრობა.

შეგახსენებთ, რომ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზას არ საჭიროებენ.

ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უვიზოდ იმოგზაურონ.

  1. ავსტრია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  2. აზერბაიჯანი – 90 დღე [15 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  3. ალბანეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  4. ანდორა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  5. ანტიგუა და ბარბუდა – 6 თვე
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები – შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 დღე
  7. არგენტინა – 90 დღე
  8. ბარბადოსი – 28 დღე
  9. ბაჰამა – 3 თვე
  10. ბელარუსი – 90 დღე კალენდარული წლის დასაწყისიდან კალანდარული წლის ბოლომდე [5 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  11. ბელგია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  12. ბოსნია და ჰერცეგოვინა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  13. ბრაზილია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  14. ბულგარეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  15. გერმანია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  16. გრენადა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  17. დანია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  18. დომინიკის თანამეგობრობა – 21 დღე
  19. დომინიკის რესპუბლიკა – 30 დღე [30 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, ყოფნის ვადის გაგრძელების მიზნით უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  20. ეკვადორი – 90 დღე
  21. ესპანეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  22. ესტონეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  23. თურქეთი – 90 დღე
  24. ირანი – 45 დღე
  25. ისლანდია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  26. ისრაელი – 90 დღე 6 თვის განმავლობაში
  27. იტალია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  28. კატარი – 30 დღე
  29. კვიპროსი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  30. კოლუმბია – 90 დღე
  31. ლატვია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  32. ლიეტუვა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  33. ლიხტენშტეინი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  34. ლუქსემბურგი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  35. მავრიტიუსი (მავრიკი) – 90 დღე ნებისმიერ 360-დღიან პერიოდში
  36. მალაიზია – 30 დღე (ტურისტული მიზნით)
  37. მალტა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  38. მოლდოვა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  39. მონაკო – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  40. მონტენეგრო – 90 დღე
  41. ნიდერლანდები – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  42. ნორვეგია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  43. პანამა – 6 თვე
  44. პარაგვაი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  45. პოლონეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  46. პორტუგალია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  47. რუმინეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  48. საბერძნეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  49. სან-მარინო – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  50. საფრანგეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  51. სენტ ვინსენტი და გრენადინები – 1 (ერთი) თვე
  52. სენტ კიტსი და ნევისი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  53. სენტ ლუსია – 90 დღე
  54. სერბეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  55. სლოვაკეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  56. სლოვენია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  57. სომხეთი – 180 დღე [180 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  58. ტაჯიკეთი – განუსაზღვრელი ვადით [3 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  59. უზბეკეთი – განუსაზღვრელი ვადით [3 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  60. უკრაინა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  61. უნგრეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  62. ურუგვაი – 90 დღე
  63. ფინეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  64. ფიჯი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  65. ყაზახეთი – 90 დღე [5 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  66. ყირგიზეთი – 90 დღე [2 თვეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  67. შვედეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  68. შვეიცარია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  69. ჩეხეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  70. ჩილე – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  71. ჩრდილოეთ მაკედონია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  72. ხორვატია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  73. ჰაიტი – 90 დღე
  74. რუსეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში

მალე ჩამონათვალს დაემატება პერუ, სადაც ასევე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ მოგზაურობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეთანხმება საქართველოსა და პერუს შორის 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა.

 

ასევე ნახეთ

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში მოხვდა

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში მოხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic-მა 2024 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია