პოლიტიკა

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამმა მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამმა მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა.

ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის ცნობით, მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ. მისი ინფორმაციით ეს ინციდენტი სასწავლო პროცესოს დროს მოხდა. პედაგოგმა შენიშნა გოგონების სისხლიანი ხელები.

გოჩა დავითაძემ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამის უწყებას აცნობეს.

“საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები ჰქონდათ. მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას, სოცმუშაკს და ყველა უწყებას, რომელსაც საკითხი ეხებოდა. საგაკვეთილო პროცესის დროს დაინახა, რომ უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა სამ გოგონას. სკოლის დირექციას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული. ისინი ამ დროისათვის უკვე სახლში არიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესები. ბავშვები ამბობენ, რომ ითამაშეს“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია