პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც 1 და 2 ივლისს გაიმართება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდეშეწყვეტის საკითხს განიხილავს და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საპროცედურო საკითხზეც იმსჯელებენ. პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო …
ნახვა »ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო.რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე
იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი …
ნახვა »პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით,რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. მათივე ცნობით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. „ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში
როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი – ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს
“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ხაბეს პოდკასტიდან ამონარიდს აქვეყნებს. “ძალიან პრობლემატური თემა გახდა ინდოელები. ჩვენი ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის სამუშაოდ, აქ ვიღაცა შემოდის, კიდევ უფრო გაჭირვებული… ჩვენი, ქართველი ახალგაზრდები დაგვეჩაგრნენ, რა. ისედაც რაღაც კურიერად დაიწყებდა მუშაობას, იქაც ვერ იწყებ მუშაობას, იმიტომ, …
ნახვა »ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს
პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. „რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს – ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ
სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „26 მაისს ჩაიბარებენ“. კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“. „26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო …
ნახვა »საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერეთელი თანამდებობიდან პირადი განცხადებით წავიდა. მან განცხადება გასულ კვირას დაწერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას მოადგილე – ლევან კუპატაშვილი ასრულებს.
ნახვა »დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკესდაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.
ნახვა »