საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდება. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია. სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება მოსამართლეების სანქცირების საკითხზე.
კელი დეგნანმა აღნიშნულ თემაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ სავიზო სანქციები მოსამართლეებისთვის დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ნებისმიერ ინფორმაციასა თუ ბრალდებაზე დაყრდნობით დაიწყოს გამოძიება.