ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილს, აბონენტებთა ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში – შერმადინის, ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, ჯანიაშვილის, როსტევანის, ილია შეყლაშვილის, მაყაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, თბილისში აღმაშენებლის ხეივანში, ჩალიპირებში.
12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ციხისძირი, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი და ქსანი“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.