პოლიტიკა

თბილისში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა ვარკეთილის დასახლებაში მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაღუპულს ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია