პოლიტიკა

ვთხოვ, საერთაშორისო თანამეგობრობას დაინტერესდეს ჩემს მიმართ მიმდინარე თვალთვალითა და ტერორით და ნუ დამტოვებთ მარტოს სისტემის წინაშე – თათია სამხარაძე

თათია სამხარაძე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს რომ გრძელდება მისი თვალთვალი და ტერორი, თან ურთავს დამდასტურებელ ფოტომასას. დახმარებას თხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგანაც საკუთარ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

“Fake Account-იდან ჩემს გუშინდელ ადგილსამყოფელზე მატყობინებენ. ასეთი უტიფრობა პირველად არ ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩემი მისამართით — 2016 წელს, ჩემ საკუთარ მობილურზე, ვიბერში მომივიდა ტექსტად შინაარსი იმ შეხვედრისა, რომლიდანაც გამოვედი. ტელეფონის ნომერი, სუს-ზე იყო გაფორმებული. (ამ ფოტოსაც დავურთავ არქივიდან)

გუშინ ღამით, არსებობს მოწმე, რომელმაც ჩემთან ერთად დაინახა როგორ მელოდა სავარაუდოდ სუსის მანქანა — თეთრი შკოდა შავი მინებით ჩემს საცხოვრებელ სახლთან.

ხმამაღლა ვაცხადებ, არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ ჩემივე ქვეყანაში. ვთხოვ, საერთაშორისო თანამეგობრობას დაინტერესდეს ჩემს მიმართ მიმდინარე თვალთვალითა და ტერორით და ნუ დამტოვებთ მარტოს სისტემის წინაშე.”- წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლო მოუგო, ბოლო ხანებში კვლავ გახდა რამიშვილის არხის მხრიდან დევნის ობიექტი.

 

 

 

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია