უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა „ენბისისთან“ ინტერვიუში.
„ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისა, ის კვლავ ენდობა ამერიკულ სადაზვერვო სპეცსამსახურებს.
როგორც ცნობილია, მატეუშ მორავიეცკიმ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე ვარშავის მხარდაჭერა დაადასტურა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გეგმისადმი, რაც უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობხ.