უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კურსკის ოლქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ ასევე დაბომბა ხიდი სოფელ ზვანოეში, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის გლუშკოვოს რაიონის დაკავებას ცდილობენ. გლუშკოვოს რაიონის ნაწილი უკვე მოწყვეტილია რუსეთის კონტროლს – …
ნახვა »ალექსანდრ სირსკი – კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ, ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო
კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ, ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სოფელ სუჯაში მტრის ძებნა-განადგურება დასრულებულია. „დღეს ჯარებმა კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებებით წინ წაიწიეს, ერთიდან ორ კილომეტრამდე. კიდევ 100 რუსი სამხედრო ტყვედ …
ნახვა »რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 კიევში, 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში. …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს, რათა კრემლში შეშლილებმა გაიგონ, რომ მათი ტერორიზმი მიზანს ვერ აღწევს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორებმა ზუსტად იციან, თუ რა არის საჭირო უკრაინის ცის სრული დაცვისთვის. „ამ ღამით, უკრაინის ცენტრში, სამხრეთით და დასავლეთით, სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტით და 50-მდე დრონით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომ მათი უმრავლესობა …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება
ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ გეგმის განხორციელებისთვის უკრაინას იარაღი სჭირდება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. „დიახ, რუსეთს მეტი ხალხი ჰყავს, მეტი იარაღი აქვს, მაგრამ დასავლეთს თანამედროვე იარაღის სისტემები აქვს, ამიტომ, ჩვენ გარკვეულ ტექნოლოგიებს მივიღებთ. თუ …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება. „გაწვევისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შესაბამისი კანონპროექტის No9281 ბარათში აღნიშნულია, რომ 2 აპრილს კანონი პრეზიდენტის ხელმოწერით დაუბრუნდა უმაღლეს რადას“, – აღნიშნულია რადას განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ რადამ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი და ამის …
ნახვა »ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“. ამის შესახებ მარკონმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით: აუცილებლად ჩამოვალ. მე მაქვს წესი, ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო უნდა იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მაკრონმა. …
ნახვა »გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო X-59 და „შაჰედის“ 16 დრონი გაუშვეს
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო რაკეტა X-59 და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონი გაუშვეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ოდესის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 დრონი გაანადგურეს. ამასთან, ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ორი აგროსაწარმო. ხანძარი მალე ჩააქრეს. დარტყმის …
ნახვა »რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ჩუგუევი დაბომბეს
რუსულმა ჯარებმა წუხელ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ამის შესადებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღაზიები, სასტუმრო და დაახლოებით 13 ავტომობილი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ამასთან, გუშინ რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქი დაბომბეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის …
ნახვა »