პოლიტიკა

მსაჯმა მარჩინიაკმა „მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ პენალტი არ დაუნიშნა – გრაციანო ჩეზარე

ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, გრაციანო ჩეზარემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სტუმრების კარში მან აშკარა პენალტი არ დაინიშნა.

„მსაჯმა მარჩინიაკმა „მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ პენალტი არ დაუნიშნა. ის ვიდეორეფერისთან კონსულტაციას გადიოდა, მაგრამ ვიდეოს სანახავად არც წავიდა. შენელებულ კადრებში კი აშკარად ჩანს, რომ ლეაომ ლოსანოს ფეხში ჩაარტყა, რაც „ნაპოლის“ სასარგებლოდ 100-პროცენტიანი პენალტის დანიშვნის საფუძველი იყო.

საინტერესოა, რომ მსაჯს ვიდეორეფერიც არ დაეხმარა. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მსაჯმა ეს გადაწყვეტილება პირველ ტაიმში მიიღო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. აბსურდია, რომ ასეთი ტექნოლოგიების პირობებში პენალტი არ დაინიშნა“, – განაცხადა გრაციანო ჩეზარემ.

გუშინდელი მოგების შემდეგ, ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ (1:0, 1:1) გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია